აჭარაში 24 საათში ჩატარებული 372 კვლევიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

03 მაისი 2020, 10:54 3848 ნახვა

აჭარაში 3 დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში  372 კვლევა ჩატარდა და ყველა უარყოფითია.კლინიკა „მედალფიდან“ ბინაზე 2 ადამიანის გაწერას ელოდებიან.

ამჟამად სტაციონარში იმყოფება 24 პაციენტი, აქედან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში, რომლის მდგომარეობაც შედარებით გაუმჯობესდა. დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელი - განაცხადა „მედალფას“ დირექტორმა ალექსი გოხელაშვილმა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში