სპეცრეისით პრაღიდან საქართველოში 89 მოქალაქე დაბრუნდა

03 მაისი 2020, 11:08 1500 ნახვა

''ჯორჯიან ეარვეისის“  რეისით  სამშობლოში  საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა. რეისით ისარგებლეს ჩვენმა  მოქალაქეებმა ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ავსტრიიდან. უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეები საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის: ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან და მადრიდიდან.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 5 მაისს – ათენი-თბილისის მიმართულებით;  7 მაისს – ამსტერდამი-თბილისის; 9 მაისს –ბერლინი-თბილისს. ასევე,  6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში