ოცნების ქალაქში მცხოვრებლები დენის გადასახადის საშეღავათო პერიოდის პროგრამაში ჩართვას ითხოვენ

03 მაისი 2020, 11:17 1776 ნახვა

ოცნების ქალაქში მცხოვრებლები დენის გადასახადის საშეღავათო პერიოდის პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. სურთ, რომ კომუნალურ გადასახადებზე სახელმწიფო შეღავათი მათზეც გავრცელდეს. აქ მცხოვრები მოქალაქეები აბონენტებად დარეგისტრირებულები არ არიან, შესაბამისად მათ მიმართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არ ვრცელდება.

ოცნების ქალაქში ამბობენ, რომ მათ საგანგებო მდგომარეობა ისევე შეეხო როგორც ყველას, რადგან აქ მცხოვრებლების ძირითადი ნაწილი თურქეთში მუშაობდა, საზღვრის ჩაკეტვის გამო კი დღიური შემოსავლის წყარო შეუწყდათ. „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე თვის ელექტრო ენერგიის ქვითრები მიუვიდათ თუმცა ჯერ არ გადაუხდიათ. ისინი სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების პროგრამაში ჩართვას ელოდებიან.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ  აქ მცხოვრებლებზე  სახელმწიფო დახმარების ყველა პროგრამა გავრცელდება, მათ შორის მუშაობენ იმაზეც, რომ ეს ოჯახები კომუნალური გადასახადების სამთვიანი განულების პროგრამა ჩაერთონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში