''აჭარის  მაუწყებელი - პოლიტიკური და მედია კონტექსტი'' - ონლაინ- დისკუსია

03 მაისი 2020, 12:40 1940 ნახვა

„აჭარის  მაუწყებელი - პოლიტიკური და მედია კონტექსტი'' - თემაზე ონლაინ-დისკუსია  გაიმართა. დისკუსიის  მიზანი  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების პოლიტიკური და მედიაკონტექსტის შეფასება იყო. დისკუსიის მონაწილეებმა  მაუწყებელში ბოლო თვეებში მიმდინარე პროცესები კრიტიკული თანამშრომლების დევნად და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ღია და უხეშ ჩარევად  შეფასდეს.  

2020 წელს ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ქრონოლოგია კი აჩვენებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების თანმიმდევრული დევნისა და დასჯის აშკარა პრაქტიკას - განაცხადეს დისკუსიაზე. მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარემ აღნიშნა,რომ ამ დროისთვის, ახალმა მენეჯმენტმა საინფორმაციო სამსახურში საკვანძო პოზიციების მქონე თანამშრომლების უმრავლესობა გაანთავისუფლა, ან სხვა სამსახურში გადაიყვანა, 23 მარტს, კი გიორგი კოხრეიძემ, ნაცვლად იმისა, რომ პანდემიის პირობებში მაუწყებლის როლი გაეზარდა, გადაცემების დიდი ნაწილი, მათ შორის, სოციალური შინაარსის მქონე გადაცემა "ჰეშთეგი" დახურა.

მედია მკვლეევარების შეფასებით,  აჭარის მაუწყებელში პროცესი არსებითად აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული მედიის დამოუკიდებლობას, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინკლუზიური და საზოგადოების ინტერესზე დაფუძნებული საჯარო სივრცის იდეას. კინომცოდნე გოგი გვახარიამ აღნიშნა, რომ ბოლო  წლებში აჭარის მაუწყებელი ახერხებდა ყოფილიყო მედია სივრცე ხმაწართმეული სოციალური ჯგუფებისთვისა და პროგრესული პოლიტიკური იდეებისთვის, ახალი მენეჯმენტის პირობებში კი ხდება ამ რესურსისა და დაგროვებული საზოგადოებრივი ნდობის დასუსტება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში