საგანგებო რეჟიმის დარღვევის 108 ფაქტი

04 მაისი 2020, 12:58 1304 ნახვა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 108 ახალი ფაქტი.  24 საათის განმავლობაში    ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე,   78 მოქალაქე დააჯარიმეს. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 24 მოქალაქე დაჯარიმდა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააჯარიმეს. დაჯარიმებულ პირს სასამართლოში სანქციის გასაჩივრება ათი დღის ვადაში შეუძლია.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ჯარიმას ძალაში დატოვებს, მისი გადახდა გადაწყვეტილების  ჩაბარებიდან 30 დღეში უნდა მოხდეს. ჯარიმის გადახდა, მოქალაქეს მოუწევს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მის ჩაბარებაზე უარს იტყვის.  ჯარიმის გასაჩივრება შესაძლებელია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში