ბათუმსა და ქუთაისში სატრანსპორტო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა

05 მაისი 2020, 10:21 1457 ნახვა

დღიდან სრულად აღდგა სატრანსპორტო გადაადგილების  შეზღუდვა ბათუმსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში. თუმცა ჯერჯერობით რჩება ბლოკ-საგუშაოები, სადაც თერმოსკრინინგი ჩატარდება. დღეიდან  მუშაობა განაახლეს ავტოსარემონტო კომპანიებმა.  თუმცა შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება არ გულისხმობს ავტონაწილებით ვაჭრობას, მათი შეძენა მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას იქნება დასაშვები. დღეიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს.  ყვლეა კომპანია ვალდებულია შეასრულოს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში