30 დღეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 161 ფაქტი გამოვლინდა

05 მაისი 2020, 11:01 1773 ნახვა

გარემოსდამცველებმა 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 161 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 80 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 24 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 15, სამცხე-ჯავახეთში - 14, შიდა ქართლში - 9, ქვემო ქართლში - 6, მცხეთა-მთიანეთში - 5, აჭარაშიც - 5, გურიაში - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 209 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 10 ფაქტი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში