Facebook-მა ასობით ქართული ანგარიში წაშალა

06 მაისი 2020, 10:47 1882 ნახვა

Facebook-მა ასობით ქართული ანგარიში წაშალა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წაშლილია ქართულ გამოცემა "ეს-პერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ-ანგარიში.

მოცემული ანგარიშებიდან Facebook რეკლამებში დაახლოებით 30,000 დოლარი დაიხარჯა. მედიაპლატფორმა „ეს პერსონა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული ჟურნალისტის, კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება.

პარალელურად, Facebook-მა წაშალა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული 23 ფეისბუქ-ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 გვერდი. აღნიშნული ანგარიშებიდან Facebook რეკლამებში 23 ათას დოლარზე მეტია დახარჯული. „ფეისბუქმა“ ნიუს ფრონტის ქართულ ანგარიშებთან ერთად ასევე გააუქმა „სპუტნიკის“ ქსელი საქართველოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში