გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა

28 სექტემბერი 2016, 00:00 2361 ნახვა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 4,32 ქულით 59-ე ადგილი დაიკავა და შარშანდელთან შედარებით პოზიციები 7 ადგილით გააუმჯობესა. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის თანახმად, ევრაზიის რეგიონში ყველაზე მეტად პოზიციები საქართველომ და ტაჯიკეთმა გააუმჯობესეს. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე პრობლემატურ ფაქტორებს შორის პირველი ადგილი უკავია არაკვალიფიციურ მუშა ხელს, შემდეგ ფინანსებზე წვდომას, ინფლაციას, არაეფექტურ სახელმწიფო ბიუროკრატიას და ინფრასტრუქტურის არასაკმარის მიწოდებას. რეიტინგში პირველ ადგილზე მოხვდა შვეიცარია, მეორეზე სინგაპური, მესამეზე კი შეერთებული შტატები. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები და გერმანია. 

ამავე კატეგორიაში