ანგელა მერკელმა ,,ბუნდესლიგის’’ განახლებას მწვანე შუქი აუნთო

06 მაისი 2020, 20:33 2459 ნახვა

გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი ოფიციალურად მაისის მეორე ნახევრიდან განახლდება. ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

ბუნდესლიგის განახლების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია , თუმცა ონლაინ-კონფერენციაზე, რომელსაც კანცლერი ანგელა მერკელი და სხვა გავლენიანი გერმანელი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ ითქვა: ‘’ბუნდესლიგის დაწყება მაისის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია.”

გამოცემის ინფორმაციით ყველაზე რეალურ ვარიანტად 15 მაისი სახელდება. უახლოეს დღეებში ბუნდესლიგის ყველა კლუბის წარმომადგენელი ონლაინშეხვედრაზე გადაწყვეტს საბოლოოდ ჩემპიონატი 15 თუ 22 მაისს განახლდეს.

შეგახსენებთ,რომ 25 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატს 55 ქულით მიუნხენის ,,ბაიერნი’’ ლიდერობს. მეორე ადგილზე 51 ქულით ,,დორტმუნდია’, ხოლო ქულით ნაკლები მესამე პოზიციაზე მყოფ ‘’ლაიფციგს’’ აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში