აჭარაში საკარანტინე სივრცეებში 1 510 ადამიანი იმყოფება

06 მაისი 2020, 20:06 1493 ნახვა

25 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც სასტუმროებმა საკარანტინე სივრცეებიით მომსახურებისგან მიიღეს, დარგს გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაეხმარება და გაკოტრებისგან გადაარჩენს. მათთან ჯამში 87 ოფიციალური ხელშეკრულება საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გააფორმა, რაზეც ვრცელი მიმოხილვა IDFI-მ გააკეთა. აღსანიშნავია ის, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში, სასტუმროთა ნაწილი უანგაროდ ჩაერთო. აჭარაში არსებული საკარანტინო სივრცეებისტვის, რეგიონის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარზე მეტი გაიწერა. ვინაიდან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე იმატებს და პანდემია ნელ-ნელა ცხრება, სასტუმროების ნაწილი მალე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში