აჭარაში მეშვიდე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

07 მაისი 2020, 10:15 2567 ნახვა

აჭარაში  კოვიდ-19 ზე საეჭვო  სიმპტომების  მქონე 280  პირის პასუხი უარყოფითია. რეგიონში მე-7 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, პაციენტები კი გამოჯანმრთელებას განაგრძობენ. გუშინ კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კლინიკა "მედალფაში" 17 პაციენტი რჩება.  საკარანტინო ზონებში აჭარაში 1500 ზე მეტი ადამიანი რჩება.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 615 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 275. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5 002, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სტაციონარში 485 ადამიანია მოთავსებული.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში