მესამე დღეა თუშეთის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერში 62 წლის მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ

07 მაისი 2020, 10:00 1193 ნახვა

მესამე დღეა თუშეთის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერში 62 წლის მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ. ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე  სამუშაოები დილიდან განახლდა. სამაშველო ბრიგადებმა სამძებრო  ოპერაცია გუშინ ღამით ძლიერი ნალექის გამო შეაჩერდა.  

შეგახსენებთ გზაზე ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. თუშეთის მიმართულებით ერთადერთი საავტომობილო გზა ყოველწლიურად ოქტომბრიდან მაისამდე იკეტება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში