ტურისტულ კომპანიებს მთავრობა საბანკო გარანტიებს 6 თვით დაუსუბსიდირებს - ნათია თურნავა

07 მაისი 2020, 15:29 1509 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტურისტული კომპანიები ჩართულები არიან გლობალური დაჯავშნის სისტემაში, მათ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები რომლებიც ითვალისწინებს საბანკო გარანტიების წარდგენას. მთავრობა 6 თვით დაუსუბსიდირებს საბანკო გარანტიას.

„ტურისტულ კომპანიებს სპეციფიკური პრობლემა დაუდგათ, რადგან ისინი არიან ჩართულები გლობალური დაჯავშნის სისტემაში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს საჰაერო ფრენების დაჯავშნა და მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მოვიზიდოთ დიდი ნაკადი საერთაშორისო და უცხოელი ტურისტების. ამ გლობალური დაჯავშნის სისტემის ფარგლებში, მათ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებს საბანკო გარანტიების წარდგენას. საბანკო გარანტიების პროცენტები ამ პერიოდში, როცა ტურისტული ბიზნესი გაჩერებულია, მძიმე ტვირთად ადგება ტურისტულ კომპანიებს და მივიღეთ გადაწყვეტილება, ისევე როგორც ვეხმარებით სასტუმროებს და ვუსუბსიდირებთ საბანკო პროცენტს, აქაც საბანკო გარანტიის პროცენტი, ანალოგიური მექანიზმით 6 თვის განმავლობაში დავუსუბსიდიროთ ტურისტულ კომპანიებსაც," - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში