ქობულეთის ჩაკეტილ ზონებში ხვალიდან შეზღუდვები მოიხსნება

07 მაისი 2020, 18:05 2951 ნახვა

ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში ხვალიდან შეზღუდვების მოხსნა დაიწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით რეგიონში ყოველდღიურად 300 ტესტზე მეტი კეთდება და რეგიონში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უკვე არის იმის საშუალება, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს. გარდა ქობულეთისა  მომდევნო 10 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება, რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული, მათ შორის დედაქალაქიც...

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში