ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლი დაიწვა

09 მაისი 2020, 09:08 7391 ნახვა

ხანძარი იყო გვიან ღამით ხელვაჩაურში, სოფელ განახლებაში. ცეცხლი სოციალურად დაუცველი, 6 წევრიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია სახლის დიდი ნაწილი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი. ოჯახმა ღამე ახლობლებთან გაათია. 

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში