ელჩს უკრაინიდან გამოვიწვევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს - პრემიერი

09 მაისი 2020, 10:26 1379 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ისინი უკრაინიდან საქართველოს ელჩს გამოიწვევენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს.

გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელჩს კონსულტაციების მიზნით გამოიწვევენ იმისათვის, რომ იმსჯელონ თუ როგორ დაიცვან ეს ურთიერთობები ავანტიურისტებისაგან.

„საქმე არის შემდეგში, რა თქმა უნდა, ქართველები და უკრაინელები ვართ არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ გვაკავშირებს ბევრი წლების თანამშრომლობის ისტორია. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს შორის ძმობას კითხვის ნიშნის ქვეშ ცალკეული აღებული, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო არ დავაყენებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ, ან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ან სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ელჩს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გამოვიწვევთ, რომ კონსულტაციები გავიაროთ იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები იმ ავანტიურისტებისგან, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ სტრატეგიული ურთიერთობები და ძმური ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან ამ ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში