''ომის დასრულებიდან 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ - ომის, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა'' - დავით ზალკალიანი

09 მაისი 2020, 12:14 1051 ნახვა

„დღეს ჩვენ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ - ომის, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სიმბოლურია, რომ სწორედ ომის ფერფლზე აღმოცენდა გაერო - ორგანიზაცია, რომლის წესდებაც საერთაშორისო ურთიერთობათა მშვიდობიანად წარმართვას, ძალის გამოყენების აკრძალვასა და მომავალში არაადამიანური სისასტიკეების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ონლაინ-სხდომაზე განაცხადა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავს მიეძღვნა.

ზალკალიანი ონლაინ შეხვედრაზე აღნიშნავს რომ  , რუსეთის სტრატეგიული მიზანი უცვლელია: ხელი შეუშალოს ევროპულ ქვეყნებს თავიანთი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, რის დასტურსაც რეგიონში საქართველოსა და უკრაინის მაგალითები წარმოადგენს. ზალკალიანის განცხადებით, გლობალური პანდემიის პირობებშიც კი, რუსეთი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. სასაზღვრო ნიშნების განთავსების უკანონო პროცესს განაგრძობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში