ბათუმში ტაქსი "მაქსიმის" მძღოლებმა აქცია გამართეს

09 მაისი 2020, 12:35 2285 ნახვა

ბათუმში "ტაქსი მაქსიმის" მძღოლები აქციას მართავენ. მათ მანქანები ახალ ბულვართან გააჩერეს და დროებით მუშაობა შეწყვიტეს.

ისინი კომპანიისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ, ამბობენ რომ რამდენჯერმე ქონდათ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების მცდელობა თუმცა უშედეგოდ. კომპანიაში საპასუხო კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში