საარჩევნო სუბიექტებს კანდიდატურის მოხსნის ვადა დღეს ეწურებათ

28 სექტემბერი 2016, 00:00 2786 ნახვა

არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს საკუთარი კანდიდატურის მოხსნა მაჟორიტარობიდან ან პოლიტიკური სიიდან დღეს  18 საათამდე შეუძლიათ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხელვაჩაურის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა  ზურაბ ფუტკარაძემ არჩვნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. საქართველოს პარლამენტში კანდიდატურა მოხსნა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატმა თამაზ ხმალაძემ, თუმცა ის მანდატის მოპოვებას მრეწველების სახელით უმაღლეს საბჭოში შეეცდება. ასევე დღეს იწურება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგიტრაციის ვადაც. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს საარჩევნო კომისიებში დასანიშნად დამკვირვებელთა სიის წარდგენა 3 სექტენბერს 6 სათამდე შეუძლიათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში