კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა ქვეყანაში

09 მაისი 2020, 18:02 2221 ნახვა

დღეს საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი 3-მა ადამიანმა დაამარცხა. 1 პაციენტი უკვე გაეწერა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან. 2 პაციენტი კი ქუთაისის და თბილისის კლინიკებიდან. აღნიშნული 2 პაციენტი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდნენ. ბოჭორიშვილის კლინიკაში  მოთავსებულ ექთან კი მესამედ უტარდება PSR ტესტი იმისთვის, რომ დაზუსტდეს აქვს თუ არა მას კოვიდ ინფექცია ორგანიზმში.

საქართველოში 626 ინფიცირებული პაციენტი გვყავს, მათ შორის კოვიდ 19, 297-მა დაამარცხა. აჭარაში კი უკვე მე-9 დღეა ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში