დაჭრაში ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან

09 მაისი 2020, 18:06 2347 ნახვა

სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა დაჭრის საქმეში ბრალდებული სამი პირი. გამოძიებამ ისინი თავდაპირველად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, მათ ბრალი ხულიგნობაზე გადაუკვალიფიცირდათ. დაკავებულები  ანთაძისა და წულუკიძის დაჭრის საქმეში ფიგურირებენ, სწორედ ანთაძისა და წულუკიძის გათავისუფლებას  აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ითხოვდნენ გუშინ მათი ახლობლები.

წულუკიძისა და ანთაძის ახლობლები ბათუმის საქალაქო  სასამართლოსთან  დილიდან იმყოფებიან და აღკვეთიღონისძიების შეფარდების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან . მათი განცხადებით, ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. მათივე ინფორმაციით, 27 აპრილს ბრალდებულებსა და მოწინააღმდეგე მხარე შორის  ურთიერთ შელაპარაკება  შერიგებით დასრულდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ანთაძე და წულუკიძე უცხო პირებმა ცივი  იარაღით დაჭრეს.

დაჭრის საქმეზე კი, რომელშიც ანთაძე და წულიკიძე დაზარალებულებად არიან ცნობილი,  სამი პირია დაკავებული. მათ მიმართ სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობს. ცნობისთვის ანთაძე და წულუკიძე  რამდენიმე თვის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი დაჭრის საქმეზე პირობით გათავისუფლებულები იყვნენ.რაც შეეხება აქციაზე დაკავებულებს. 4 პირიდან სასამართლომ ორი დააჯარიმა, ერთს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მეორეს მიმართ კი შეწყდა საქმის წარმოება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში