სპეცრეისით ბერლინიდან საქართველოში 180-მდე მოქალაქე დაბრუნდა

10 მაისი 2020, 11:13 1463 ნახვა

საქართველოში ბერლინიდან 180-მდე მგზავრი ჩამოვიდა, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები. საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,000-ზე მეტ მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - ორგანიზებულად დაბრუნდა 10,000-ზე მეტი პირი.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი ტრანზიტული მგზავრებისათვის, რომლითაც სამშობლოს აშშ-დან დაბრუნდებიან სტუდენტები, სამხედროები, ხანდაზმული პირები  და ტურისტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში