ხვალიდან საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება

10 მაისი 2020, 11:17 3209 ნახვა

ხვალიდან საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ეს ძირითადად ეკონომიკურ საქმიანობას ეხება. 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან. არ იხსნება ის ობიექტები, რომლებიც ვაჭრობენ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. ამ ეტაპზე არ გაიხსნება არც მოლები.

აუცილებელი პირობაა რეკომენდაციების გათვალისწინება, როგორიცაა სოციალური დისტანციის დაცვა. გარდა ამისა ხვალიდან მოიხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვები თბილისში, უფრო ზუსტად დედაქალაქში შესვლა და გამოსვლა ნებადართული იქნება, ქალაქი ამ დრომდე ჩაკეტილია. ძალაში რჩება კომენდანტი საათი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში