მიწის სისტემური  რეგისტრაცია  იგეგმება

10 მაისი 2020, 14:30 1008 ნახვა

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჯამში მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, – ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ხელმძღვანელობდა. როგორც შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი, რომელიც ზაფხულიდან დაიწყება, თავდაპირველად რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება.

მომავალი წლის დასაწყისიდან კი პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. მომდევნო სამი წლის მანძილზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით ათობით სოფელში იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად უნდა დაიფაროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში