გაიხსნა ობიექტები, რომლებსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვთ, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიის გარდა

11 მაისი 2020, 08:59 3788 ნახვა

საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან მოიხსნა. ეს ძირითადად ეკონომიკურ საქმიანობას ეხება. 11 მაისიდან გაიხსნა ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი აქვს ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ფეხსაცმლით და ტანსაცმლით. აღნიშნული დაშვება არ ეხებათ სავაჭრო ცენტრებს.

აუცილებელი პირობაა რეკომენდაციების გათვალისწინება, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ა.შ.

საქართველოში მაღაზიები 31 მარტიდან დაკეტილია. კომერციული საქმიანობის უფლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იყო დასაშვები და ამისთვის მთავრობის ნებართვა იყო საჭირო.

საქართველოს მთავრობის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს დახურული ობიექტები, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ორკვირიანი შუალედებით უნდა გაიხსნას.

21 მაისამდე, ანუ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ძალაში რჩება კომენდანტი საათი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში