თბილისიდან გასვლა და ქალაქში შესვლა ნებადართულია 

11 მაისი 2020, 09:20 1733 ნახვა

დღეიდან, 11 მაისიდან ისევ ნებადართულია თბილისიდან გასვლა და ქალაქში შესვლა. ამასთან, კვლავ მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე.

დღიდან გაიხსნა ჩაკეტილი თბილისიც. მოქალაქეებს შეუზღუდავად შეეძლებათ დედაქალაქში შესვლა და გასვლა.

14 მაისიდან მიმოსვლა სრულად გაიხსნება რუსთავსა და გარდაბანში. ეს ქალაქები დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისთან, ქუთაისთან და ბათუმთან ერთად ჩაკეტეს.

18 მაისს სრულად გახსნიან მარნეულს, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმედებს. ამ ქალაქის შედარებით გვიან გახსნა პრემიერმინისტრმა გახარიამ იმით ახსნა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა, იქ მაცხოვრებლებს ტესტირება ჩაუტარდეს.

საქართველოს მთავრობის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს დახურული ობიექტები, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ორკვირიანი შუალედებით უნდა გაიხსნას.

21 მაისამდე, ანუ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ძალაში რჩება კომენდანტი საათი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში