დღეიდან ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ახალ ეტაპზე გადადის

11 მაისი 2020, 10:04 1903 ნახვა

დღეიდან ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ახალ ეტაპზე გადადის. საფრანგეთში დაწყებითი სკოლები გაიხსნა. გაიხსნა ასევე ტანსაცმლის, წიგნების, ყვავილების მაღაზიები, სილამაზის  სალონები. ბელგიაში ბიზნესკომპანიების უმეტესობა  იწყებს მუშაობას.

დაწყებით სკოლებს ნაწილობრივ ხსნის ჰოლანდიაც. ქვეყანაში ბიბლიოთეკები, ფიზიოთერაპიის სალონები, ავტოსკოლები და სალონებიც გაიხსნება. შვეიცარიის სკოლებიც დღეიდან ბავშვებს მიიღებენ, თუმცა შემცირებული რაოდენობით. მიმდინარე კვირაში, ქვეყანაში შესაძლოა, რესტორნები, წიგნის მაღაზიები და მუზეუმებიც გაიხსნას, თუმცა კონკრეტული შეზღუდვებით. ესპანეთის გარკვეულ რეგიონებში  დაშვებული ხდება 10-ზე მეტი პირის შეკრება გარე სივრცეებში.

გაიხსნება რესტორნები დისტანციური მომსახურებით. დანიაში დღეიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება, ხოლო პოლონეთში მიმდინარე კვირას სასტუმროები სტუმრების მიღებას შეძლებენ. შეზღუდვების ნაწილი უკვე მოიხსნა გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაშიც.

მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსის 4.1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, ხოლო ვირუსით გარდაცვლილია თითქმის 284 000 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში