ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა

11 მაისი 2020, 14:01 3455 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებული პირი ბათუმის მედალფაში მკურნალობდა. გარდაცვლილია 81 წლის მამაკაცი, რომელიც ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. 

მედიკოსების განმარტებით მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტი რამდენიმე დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.  მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. 

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-11 პაციენტის მეუღლეც კორონავირუსითაა გარდაცვლილი. ისიც მედალფაში მკურნალობდა. 

საქართველოში COVID-19 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში