საქართველოს შეუძლია კრიზისის პირობებშიც კი გარღვევა მოახდინოს - პრემიერ მინისტრი

11 მაისი 2020, 14:43 2108 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით საქართველოს შეუძლია კრიზისის პირობებშიც კი ყველაზე ძლიერი მხარეები კონკრეტულ უპირატესობად გახადოს და გარღვევა მოახდინოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმრო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"კრიზისი ჩვენთვის უნდა იყოს შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ისეთ კონკურენტულ უპირატესობად გავხადოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას რომ გარღვევა მოვახდინოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც ილუზიებსა და ოცნებებში უნდა ვიყოთ, არა.

დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემუელობა იმისთვის, რომ ეს კრიზისი გამოიყენოს შესაძლებლობა, პირველ რიგში ეკონომიკაში. მარტივია, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გააფორმა ახალ შეთანხმებაზე ხელშეკრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ სრული ტურბულენტობის პერიოდში საერთო სავალუტო ფონდი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას ენდო და თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკას შეუძლია ასეთი დარტყმა ამ პირობებით გადაიტანოს. ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იყო ეკონომიკის და ბიზნესის დასახმარებლად, ეს ყველაფერი განხილულია დეტალურად, თითოეული ლარის დონეზე და საერთაშორისო დონორებისგან გვაქვს სრული მხარდაჭერა"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში