ტურიზმის გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები - პრემიერი

11 მაისი 2020, 15:04 1460 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ტურიზმის სფეროს გახსნის დროს არ უნდა აჩქარდნენ. როცა გამოჩნდება, რომ ხარვეზია არც უკან ''გადახვევა'' უნდა იყოს პრობლემა. 

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პანდემიას. მომავალში კი უნდა დაემატოს კომპონენტი, რომელიც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს გულისხმობს. 

''ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი პოზიციონირებდეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე, არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის, ისტორიული, კულტურული, სამზარეულოს ქვეყანა, არამედ როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამას აქვს ძალინ დიდი მნიშვნელობა.

ყველა ის მარკეტინგიული პროგრამა, რომლებიც საქართველოს წარმოაჩენდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ტურისტულ ლოკაციად ახლა უნდა დაემატოს უსაფრთხოების განზომილება. ყველაფერს იმას რაც აქამდე გვქონდა გაკეთებული და რაშიც ამოდენა რესურსი, დრო, ძალა გქონდათ ჩადებული ახლა უნდა დავუმატოთ ერთი არგუმენტი, რომ ეს ქვეყანა არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და არის ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხო. ამას, რომ მივაღწიოთ მხოლოდ ამის დეკლარილება საკმარისი არ არის, გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები.

არ უნდა ვიჩქაროთ იმიტომ, რომ ჩვენი გახსნის სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უკან გადახვევის შესაძლებლობა. ყოველთვის უნდა შეგვეძლოს, როცა ვხედავთ, რომ პრობლემები იქმნება უკან გადავახვიოთ'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

მთავრობის შემუშავებული ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმით, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი უნდა ამუშავდეს, პირველი ივლისიდან კი ქვეყანა მზად უნდა იყოს საერთაშორისო ტურისტების მისაღებად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში