ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა - გიორგი გახარია ტურიზმის სფეროს ამუშავებაზე 

11 მაისი 2020, 15:32 2160 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ ტურიზმის სფეროს ამუშავების პროცესში გამწევი ძალა და ლოკომოტივი აჭარა უნდა გახდეს. 

გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველოში შეირჩევა ადგილები, რომლებიც კოვიდისგან სუფთა ზონებად გამოცხადდება. არ არის გამორიცხული მათ შორის იყოს ბათუმიც. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პროცესებიდან, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება და რომელზეც ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა. ძირითადად იმიტომ, რომ ეს მაგნიტურობის ძალა ქართული ტურიზმის, რა თქმა უნდა იქ მთაც არის, ღვინოს და ბევრი რამე არის, მაგრამ აჭარას მაინც თავისი მიმზიდველობა აქვს, ისევე, როგორც თბილისს და შემდეგომ ეს ყველაფერი რეგიონებში იშლება.

ჩვენ ვფიქრობთ რომ გავაკეთოთ ცალკეული ტურისტული ზონები და გამოვაცხადოთ კოვიდისგან სუფთა ზონებად. ეს შესაძლებელია, როდესაც პატარა მობილურ ზონებზე ვსაუბრობთ. 

ეს შესაძლებელია იყოს საირმე, წყალტუბო, გუდაური, ბაკურიანიც დიდია ამისთვის, აჭარას რომ თავი დავანებოთ. ასეთი ფორმით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა გარკვეული ნაწილებში ეს შესაძლებელია. 

შესაძლებელია ბათუმზე ვიფიქროთ, როგორც ცალკე აღებულზე და აქ გარკვეული წესები დავაწესოთ, იმისთვის რომ გარკვეული ლოკაციები  ​კოვიდისგან სუფთა ზონად გამოვაცხადოთ'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში