მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს

11 მაისი 2020, 20:23 3183 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი მალხაზ რეხვიაშვილი დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთ წამყვანსა და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეს ბრძანება ცოტა ხნის წინ ჩაბარდა. იგი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მალხაზ რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ეს არა მხოლოდ შრომით საქმიანობაში ჩარევა არამედ კრიტიკული განწყობის გამო მენეჯმენტის მხრიდან დევნაა.

რეხვიაშვილი ამბობს, რომ გათავისუფლების მიზეზი ფეისბუკ გვერდზე თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის გამო დაწერილ პოსტია. საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ემზარ პაქსაძე კი განმარტავს, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა და ამ შემთხვევაში, მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლის დისკრედიტაციისა და ცილისწამების გამო გათავისუფლდა. როგორც განმარტავს, რეხვიაშვილს მის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე მითითებაც ჰქონდა მიღებული. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში