ნურისა და არდაგანი ტბებს წყალმცენარეებისა და შლამისგან წმენდენ

12 მაისი 2020, 10:17 2603 ნახვა

ნურისა და არდაგანი ტბებზე  გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 2008 წლის შემდგომ ამ ტბების მოვლა-პატრონობა "ბათუმის წყლის" დაქვემდებარებაშია. ორივე ტბა ბუნებრივია და ისინი პერიოდულად გაწმენდას საჭიროებენ.

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, "ნურის ტბის" წყალმცენარეებისგან გაწმენდის სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო და სავარაუდოდ თვის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება არდაგანის ტბას, მას სპეციალისტები სპეცტექნიკის მეშვეობით შლამისაგან, ნარჩენებისა და წყალმცენარეებისაგან ათავისუფლებენ.

ტბაში წყალმცენარეების დიდი რაოდენობით არსებობა მასში ჟანგბადის მოცულობას ამცირებს და მის გადაჭარბებულ მოხმარებას იწვევს.

,,ნურისა და არდაგანის ტბაზე ჩვენი თანამშრომლები ინტენსიურად ახორციელებენ გაწმენდით სამუშაოებს, 2008 წლის შემდგომ ამ ტბების მოვლ-პატრონობა გადმოსულია ,,ბათუმის წყლის'' დაქვემდებარებაში და შედეგი ნათლად ჩანს უკვე. ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად „ბათუმის წყლის“ მიერ რეგულარულად ხდება, დათბობის შედეგად გავრცელებული წყლის მცენარეების ამოღება. რაც წყალში ჟანგბადის გადაჭრბებულად მოხმარებას შეაფერხებს. შედეგად შენარჩუნდება წყლის კარგი ეკოლოგიური მდგომარეობა"-აცხადებს ,,ბათუმის წყლის'' გენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში