​კოვიდისგან სუფთა ზონებში შესაძლოა ბათუმიც მოხვდეს

12 მაისი 2020, 12:10 4961 ნახვა

უახლოეს პერიოდში საქართველოში კოვიდისგან სუფთა ზონების დასახელება იგეგმება. არ არის გამორიცხული მათ შორის მოხვდეს ბათუმიც. 

კორონავირუსისგან დაცულ ლოკაციებს შორის მოიაზრებენ გუდაურს, საირმესა და წყალტუბოსაც. სია ჯერ ზუსტდება და ჩამონათვალი შეიძლება გაფართოვდეს. 

''ჩვენ ვფიქრობთ რომ გავაკეთოთ ცალკეული ტურისტული ზონები და გამოვაცხადოთ კოვიდისგან სუფთა ზონებად. ეს შესაძლებელია, როდესაც პატარა მობილურ ზონებზე ვსაუბრობთ. 

ეს შესაძლებელია იყოს საირმე, წყალტუბო, გუდაური, ბაკურიანიც დიდია ამისთვის, აჭარას რომ თავი დავანებოთ. ასეთი ფორმით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა გარკვეული ნაწილებში ეს შესაძლებელია. 

შესაძლებელია ბათუმზე ვიფიქროთ, როგორც ცალკე აღებულზე და აქ გარკვეული წესები დავაწესოთ, იმისთვის რომ გარკვეული ლოკაციები  ​კოვიდისგან სუფთა ზონად გამოვაცხადოთ'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარაში უკვე 12 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დრომდე მწვანე ზონად რცება გურია, სადაც კოვიდ ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში