ფერმერებისთვის აგროდაზღვევა 3 წლიანი გახდება

12 მაისი 2020, 15:36 1429 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებისათვის აგროდაზღვევა 3 - წლიანი გახდება. 

„აგროდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ნებისმიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნებისმიერ ქვეყანაში და წარმატებული მაგალითი დედამიწაზე არ არსებობს. თუმცა, წლიდან - წლამდე საქართველოში ეს კომპონენტი იხვეწებოდა. ფერმერებს დღეს აქვთ წარმატებული გამოცდილება სადაზღვეო სერვისით სარგებლობის. დღეს აგროდაზღვევა იქნება 3 - წლიანი, ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს, რომ მიღებული მოსავლის რეალიზაციის შედეგად თანხები მიმართოს მომავალი წლის რისკების დაზღვევისთვის და ეს არის დიდი მოქნილობა ჩვენი ფერმერებისთვის," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მცირე მეურნეობებისთვის სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსება დაახლოებით 70 პროცენტიანი იქნება .

„ ახლა სოფლის მეურნეობაში საკმაოდ რისკიანი ფაზა გვაქვს და მოვუწოდებ ფერმერებს, ისარგებლონ დაზღვევის პროგრამით, რაც გვაძლევს საშუალებას მინიმუმამდე შევამციროთ სადაზღვეო რისკები. მცირე მეურნეობებისთვის დაახლოებით 70%- იანი თანადაფინანსებაა სადაზღვევო პრემიის და ეს ერთ-ერთ კარგ პროექტად ითვლება საერთაშორისო დონეზეც,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში