ბიუროს სხდომაზე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის საგადასახადო შეღავათების ნაწილს განიხილავენ

13 მაისი 2020, 10:55 1285 ნახვა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის საგადასახადო შეღავათების ნაწილს განიხილავენ. საქმე ეხება დამქირავებლისთვის 6 თვეზე გათვლილ შეღავათს - თუ მათ პანდემიის პირობებში თანამშრომლები შეინარჩუნეს.

სხდომაზე ასევე იმსჯელებენ საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე, რომელიც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში