ლონდონიდან სპეცრეისით საქართველოში 120 ადამიანი დაბრუნდა

13 მაისი 2020, 12:54 1706 ნახვა

ლონდონიდან სპეცრეისით გუშინ საქართველოში 120 ადამიანი დაბრუნდა. მათ შორის სტუდენტები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები და ტრანზიტული მგზავრები. მოქალაქეებმა სამედიცინო შემოწმება აეროპორტშივე გაიარეს და საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 15 მაისს შესრულდება - ამსტერდამი - თბილისის რეისი. დღეის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა ადგილზე დახმარება 20ათას 218 მოქალაქეს აღმოუჩინეს, ხოლო სამშობლოში 10 ათას 780 მოქალაქე დაბრუნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში