პლაზმით მკურნალობას ფართომასშტაბიანი გამოყენება ვერ ექნება - ამირან გამყრელიძე

13 მაისი 2020, 16:16 1511 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პლაზმით მკურნალობის მეთოდი საქართველოში წარმატებით გამოიყენეს. ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლებელია, ეს პროტოკოლში შევიდეს როგორც ერთ-ერთი მეთოდი covid-19-ის მქონდე ადამიანთა სამკურნალოდ, მაგრამ მას ვერ ექნება ფართომასშტაბიანი გამოყენება. 

ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით პლაზმით მკურნალობის რესურსები შეზღუდულია.

პლაზმით მკურნალობის პრინციპი მედიცინაში არახალია, ანუ ის სხვადასხვა დაავადების დროს არის გამოყენებული. ეს არ არის ფართოდ გაყენებადი მეთოდი, რომელიც შეგიძლიათ თქვენ გამოიყენოთ 100, 200, 1000, 2000 და 3000 ავადმყოფზე, თუ ასეთი გეყოლებათ. ეს არის მთელ რიგ შემთხვევებში და მას აქვს ჩვენებები, როდის უნდა გამოიყენო მძიმე ავადმყოფებში. მე როგორც ვიცი, საქართველოში ეს მეთოდი დამუშავებულია თენგიზ ცერცვაძის ჯგუფის ხელმძღვანელობით'' - ამბობს ამირან გამყრელიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში