იტალიაში კლუბებმა სეზონის განახლებას მხარი დაუჭირეს

14 მაისი 2020, 10:47 1520 ნახვა

იტალიური "სერია ა"-ს კლუბებმა სეზონის განახლებაზე იმსჯელეს და ჩემპიონატის გაგრძელების შესაძლო თარიღიც აირჩიეს. როგორც იტალიური პრესა წერს , ორ ვარიანტს 13 ივნისს და 20 ივნისს განიხილავდნენ. საბოლოოდ კლუბების უმრავლესობამ 13 ივნისი აირჩია. ახლა უკვე მთავარი სიტყვა იტალიის მთავრობას ეკუთვნის, რომელმაც გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს. 18 მაისიდან იტალიურ კლუბების ინდივიდუალური ვარჯიშის შემდეგ ჯგუფური ვარჯიშების უფლებაც მიეცემათ.

იტალიაში საფეხბურთო სეზონი 11 მარტს შეწყდა. კორონავირუსიმა ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა. ‘’სერია ა’’ ში 26 ტურის შემდეგ 63 ქულით გათამაშებას ‘’იუვენტუსი’’ ლიდერობს, მეორე ადგილზე 62 ქულით რომის ‘’ლაციოა’’ , ხოლო მესამე ადგილი 54 ქულით ‘’ინტერს’’ უკავია.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში