18 მაისიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება

14 მაისი 2020, 11:15 1308 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება და დღეს, 14 მაისს გარდაბანსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები უქმდება. გიორგი გახარიას თქმით, 4 დღეში გაიხსნება მარნეულიც. 

''დღეს სრულად იხსნება შეზღუდვა შესვლასა და გამოსვლაზე რუსთავსა და გარდაბანში. ასევე 18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინო ზონა მარნეულში და ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ თავისუფალი გადაადგილებით. 

ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე ეტაპი შეგვიძლია დავაჩქაროთ და 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონებიც'' - თქვა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში