ქართული პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება - პრემიერი

14 მაისი 2020, 11:46 1726 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით ჩვენ არა მხოლოდ უნდა მოვუწოდოთ ერთმანეთს ქართული პროდუქტის შეძენისკენ, არამედ უნდა შეგვეძლოს მისი შეძენაც. მისივე თქმით, სოფლის მეურნების ხელშეწყობისთვის პროგრამა ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ, სოფელსა და ფერმერზე ზრუნვის, არის არათუ მნიშვნელოვანი, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებისთვის, ფასების კონტროლისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და კიდევ ბევრი მიმართულებისთვის.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად ჩვენ უფრო და უფრო უნდა შეგვეძლოს, არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა, რამეთუ ისინი უნდა იყვნენ ჩვენი აგროსასურსათო ბაზრების დახლებზე და ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში