საქართველოსთან ფრენების აღდგენის სურვილი 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა - ნათია თურნავა

14 მაისი 2020, 12:21 2549 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან ფრენების აღდგენის სურვილი 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა. მისივე თქმით, ფრენების აღდგენის ზუსტი თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის ორკომპონენტიანი ამოცანა ერთი ეს არის პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიები მზად არიან ამისთვის, ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით, მეორე და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ქვეყნებს შორის შეთანხმება და აქაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ.

„სულ მალე უკვე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე გვექნება არამარტო დასტური ავიაკომპანიების, არამედ კონკრეტული თარიღები ფრენების. ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ, ვინც აქამდე ასრულებდა რეგულარულ ფრენებს საქართველოში, დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს ფრენები, მათ შორის არიან „ვიზეარი", „რაინეარი", რომელმაც თავისი სურვილი საჯაროდ განაცხადა, „თურქეთის ავიახაზები", „ისრაელის ავიახაზები", „ყატარი", ეს არის 20-ზე მეტი ავიაკომპანია, ვინც მზადყოფნას აცხადებს.

ეს არის ორკომპონენტიანი ამოცანა. ერთი ეს არის პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიები მზად არიან ამისთვის, ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით, მეორე და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ქვეყნებს შორის შეთანხმება და აქაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, თუ რა წესებით იფუნქციონირებს ეს უსაფრთხო ტურიზმი და უსაფრთხო კორიდორები. საქართველოს ყველა წინაპირობა გააჩნია იმის, რომ ჩვენ მართლაც ვიყოთ პირველი ქვეყანა, ვინც ყველა ამ უსაფრთხო კორიდორში მონაწილე იქნება იმიტომ, რომ ჩვენ დავაგროვეთ ძალიან დიდი გამოცდილება სამედიცინო გაიდლაინების და წესების დაცვის ისე, რომ მართლაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სანიმუშოდ ვმართეთ, ჩვენ გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი, ანუ ღია ცის ქვეშ არსებული ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია, სადაც უსაფრხოდ და სიამოვნებით ჩამოვა უცხოელი ტურისტი და აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნის პერსპექტივას”, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში