რა რეკომენდაციები უნდა დაიცვას სილამაზის სალონებმა

14 მაისი 2020, 15:10 1939 ნახვა

სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება.  კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დარგისთვის სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენისა და სილამაზის სალონების წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავა.

შრომის პირობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აღნიშნავს ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, პროცედურაზე მიღება წინასწარი ჩაწერით უნდა განხორციელდეს, სალონების შესასვლელში აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი.

"იმ შემთხვევაში თუ დაწესებულებას 20-ზე მეტი დასაქმებული ყავს უნდა განახორციელოს ტემპერატურული სკრინინგი, რეგისტრატურაში უნდა დამონტაჟდეს დამცავი გამჭირვალე ბარიერი, აღნიშნული ბარიერი უნდა დამონტაჟდეს იმ შემთხვევაშიც თუ სალონები ვერ მოახერხებენ მომხმარებელთა შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვას"-აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ნებისმიერი მომსახურების ობიექტი სალონების ჩათვლით მომხმარებლის შესვლის მომენტიდან უნდა იცავდეს თავს. 

"აუცილებელია დეზობარიერი, ჰიგიენური საშუალებები დ თერმოსკრინინგი. მომსახურე პერსონალს და კლიენტს უნდა ეკეთოს ნიღაბი და ხელთათმანი და სავარძლებს შორის სოციალური დისტანცია იყოს დაცული. სალონის დამუშავება დალაგება უნდა მოხდეს სპეციალური ხსნარებით. იკრძალება მუშაობის პროცესში მობილურის გამოყენება„ - განაცხადა აჭარის მაუწყებელთან ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში