დღეიდან კომპენსაციის მიღების მიზნით უმუშევრად დარჩენილთა რეგისტრაცია იწყება

15 მაისი 2020, 11:44 1587 ნახვა

დღეიდან უმუშევრად დარჩენილთა კომპენსირების მიზნით რეგისტრაცია იწყება. დახმარებით ისარგებლებენ ის პირები, რომელთაც საშემოსავლო გადასახადის გადახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან არ უფიქსირდებათ. დეკლარაციის ჩაბარებისას ამის კონტროლი მოხდება, სადაც დაფიქსირდება, რომელი დასაქმებული პირისთვის არ გადაიხადა. კომპანიამ საშემოსავლო გადასახადი. თვით ან არაფორმალურად დასაქმებულები კი 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამისთვის 75 მილიონია გათვალისიწინებული. კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის დასაძლევად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან თითქმის 4 მილიარდი ლარი გამოყო. თანხა როგორც კერძო სექტორის დახმარებას, ასევე ფიზიკურ პირებზე ზრუნვას უნდა მოხმარდეს. მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით, სავარაუდოდ, 350 000 მოქალაქე ისარგებლებს; დაქირავებით დასაქმებული პირების დახმარებას 460 მლნ ლარი მოხმარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში