დაირღვა თუ არა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება მარნეული-ბოლნისის ჩაკეტვით

15 მაისი 2020, 12:17 1175 ნახვა

დაირღვა თუ არა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება მარნეული-ბოლნისის ჩაკეტვით. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო  განიხილავს. განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმის მიხედვით,  საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა.  მოსარჩელის პოზიციით,  აღნიშნული ნორმა ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები.

ასევე, განმარტავს, რომ მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს - საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით. მოსარჩელე მხარე ირწმუნება, რომ დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურია და საგანგებო მდგომარეობას ისევე,  როგორც კომენდატის საათს ვირუსის გავრცელებასთან კავშირი არა აქვს.  ამით, ქვეყანაში ადამიანის თავისუფლება უმიზეზოდ იზღუდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში