ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში-პრემიერი

15 მაისი 2020, 14:15 1679 ნახვა

ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და გამოცდების დაწყების თარიღი როგორც წესი გამოცხადდება ივნისში. ამის შესახებ პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ განათლების სფეროს პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.

განათლების მინისტრის განცხადებით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება. 

მიხეილ ჩხენკელმა  პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ  ზუსტი რეკომენდაციები და პროტოკოლი თუ როგორ უნდა ჩატარდეს გამოცდები ივნისში გახდება ცნობილი.

„ის, რომ გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც ჯანდაცვის სფერო მოგვაწოდებს, ეს ცალსახად ასეა. მაგალითად, ერთ სივრცეში, ერთ ოთახში გამოცდების ჩატარების დროს არაუმეტეს 10 აბიტურიენტის იქნება. გარდა ამისა, იქნება მთელი ნუსხა დეტალური, სპეციფიური პროტოკოლის, რომელსაც ივნისში ეროვნული გამოცდების თარიღების გამოცხადების დროს იქნება. ივნისში უფრო უკეთესი სურათი იქნება ჩვენთვის ყველასთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის განმარტებით ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს ეს არის გამოცდის თარიღების მცირედით, აგვისტოსკენ გადატანა. თუმცა მისივე თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ  სისტემური განათლების რეფორმა გრძელდება და ყველას ამოცანაა პანდემიის მიუხედავად ეს რეფორმა გაგრძედეს და მის განხორციელებას არაფერი დაემუქროს. მათივე თქმით, განათლების სისტემის რეფორმირება რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში