აჭარაში  ჩატარებული 260 კვლევიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

17 მაისი 2020, 10:58 1534 ნახვა

აჭარაში კორონავირუსზე   ბოლოს გამოკვლეული  260  ადამიანის ანალიზის პასუხი  უარყოფითია, ასევე კოვიდ 19, არ დაუდგინდა ცხელების ცენტრებში  გუშინ მოთავსებულ  28  პაციენტს. კლინიკა ''მედალფაში“ 3 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი დადასტურებული დიაგნოზით  თბილისის საკარანტინე სივრციდან გადმოიყვანეს.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით  გადმოყვანილი 61 წლის ქალს  კვლევები ჩაუტარდა და მცირე პნევმონია აღენიშნება. დანარჩენი ორი პაციენტი  კი  საკონტროლო ტესტირების მოლოდინის რეჟიმშია. ბათუმის  ცხელების ცენტრებში  ამ დროისთვის 29  საეჭვო პაციენტია მოთავსებული, მათი  ანალიზის პასუხები   დღის ბოლოს უნდა გახდეს  ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში