ახალი სასტუმრო ბათუმში

28 სექტემბერი 2016, 00:00 4017 ნახვა

ბათუმში ამიერკავკასიაში ყველაზე მრავალნორმიანი  სასტუმრო გაიხსნა. ცნობილი თურქული  ბრენდის ''ეუფორიას” სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა. 415 სასტუმრო ნომერი, სავაჭრო ცენტრი, ორი კინოთეატრი, კაზინო და დასასვენებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა ექსპლუატაციაში სრულად თებერვლიდან შევა.  პროექტისთვის  კომპანია `მეტრო ატლას ჯორჯიამ” 90 მილიონი დოლარი დახარჯა. სასტუმროს გახსნას ქვეყნის პრემიერ მინისტრი და  ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში