გაიგეთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში 

17 მაისი 2020, 13:49 8933 ნახვა

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დასაქმებულს რომელსაც  შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა, მთავრობის მიერ დაწესებული დახმარების მისაღებად  დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ და  2020  წლის პირველი სამი თვიდან  ერთხელ მაინც აუღიათ ხელფასი.

დამქირავებელს განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში, ეძლევა დამატებით 5 დღე, რათა დააზუსტოს და წარმოადგინოს ახალი განაცხადი. შესაბამისად ეს ვადა 20 რიცხვის ჩათვლით ექნებათ. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შეიქმნა ახალი პორტალი, „რს.გი.კომპენსაცია“   საიდანაც მომხმარებელს შეუძლია გადაამოწმოს  ინფორმაცია არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ  გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში